ახალი ამბები
10 ივნისს 14:00 საათზე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა უმასპინძლა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, ბატონ შოთა მალაშხიას შეხვედრას ახალგაზრდებთან.
30 აპრილს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დეპუტატებისთვის იმ ხარვეზების გაცნობა, რაც არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
27 მარტიდან – 1 აპრილის ჩათვლით „ახალგაზრდული ხმების“ წევრებს ბაკურიანში ჩაუტარდათ ტრენინგები კონფლიქტოლოგიაში და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ტრენინგის ჩატარების ძირითადი წესები; კონფლიქტების ესკალაცია და დესკალაცია.
6 აპრილს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში ფონდ „პარტნიორობა უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს პროექტი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და მის ფარგლებში მიმდინარე  ქვეპროექტები.
12 მარტს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის - დედამიწის მეგობრების სახელით ცენტრის ოფისში გაიმართა შეხვედრა „კლიმატის ცვლილება - გამოწვევა საქართველოს“, რომლის მიზანი იყო კოპენჰაგენის შეთანხმების განხილვა.
ბატონი დავით ბაქრაძის მისალმება
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ეფექტური და სისტემური კავშირის დამყარება პარლამენტსა და სხვადასხვა ეკონომიკურ აქტორს შორის. ასეთი სახის თანამშრომლობა არის გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისა. . . როგორც ბოლო მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გვიჩვენა, აუცილებელია პოლიტიკოსები და კანონმდებლები უკეთესად იცნობდნენ ბიზნეს სექტორში არსებულ რეალობას. ამ მხრივ უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს, რათა გამონახოს უაღრესად რთული ეკონომიკური საკითხების მოგვარების საკანონმდებლო საშუალებები და ამასთან გაითვალისწინოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები და პრობლემები. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის წვლილი მართლაც მნიშვნელოვანია. . . ის საშუალებას აძლევს პარლამენტის წევრებს უკეთ გაეცნონ ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ინიციატივა ჩემი პატრონაჟით ხორციელდება და მჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ მნიშვნელოვან საპარლამენტო რესურსს.

დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე