10 ივნისს 14:00 საათზე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა უმასპინძლა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, ბატონ შოთა მალაშხიას შეხვედრას ახალგაზრდებთან, რომელიც გაიმართა პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ახალგაზრდების და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის გამართვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ბატონმა შოთამ ახალგაზრდებს კომისიის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში გააცნო, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ეთნოწმენდის ფაქტები იყო წარმოედგენილი. ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ პროექტზე, რომელიც ოკუპაციის თემაზე საქართველოში 15 ფილმის გადაღებას ითვალისწინებს.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა პროექტის დასკვნით ნაწილს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონში (მარნეული, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი) ჩატარდა ტრენინგები. შედეგად, ორგანიზატორებმა შეარჩიეს ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დასკვნით შეხვედრაში და გამართთეს დისკუსიას საქართველოს პარლამენტში.
შეხვედრის ბოლოს ცენტრის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს ექსკურსია პარლამენტის შენობაში.







