BEC NEWS
ანონსი: საჯარო დისკუსია წარსულში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების თაობაზე

 


ორშაბათს, 19 დეკემბერს, 10:30-13:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორ თბილისში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით, გაიმართება საჯარო დისკუსია : ’წარსულის პირისპირ: ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა’’.


ღონისძიების მიზანია: გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ, წარსულში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მიმართულებით გატარებული პოლიტიკის და ამ კუთხით საქართველოსთვის რელევანტური საერთაშორისო გამოცდილების განხილვა; უფლებადარღვევათა წარსული პრაქტიკის შეფასება და პრევენციული ზომების შესახებ რეკომენდაციებზე მსჯელობა; ასევე, რეაგირების პოლიტიკის შემდგომი პრიორიტეტებისა და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, ინტერესთა ჯგუფების, კერძო და არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით.


საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს მიმოიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკა ბესელია.


ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს კვლევის ანგარიშს - ‘’წარსულის პირისპირ: სწავლა გამოცდილებათა გაზიარებით’’, რომელიც, საკითხის აქტუალურობის გათვალისწინებით, ქართულად ითარგმნა და გამოიცა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში. კვლევა, რომელიც გარკვეული ასპექტით საქართველოს მსგავსი წარსულის და გამოწვევების მქონე ქვეყნების გამოცდილების ანალიზს წარმოადგენს, განხორციელდა 2015 წელს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით, ბრიტანელი მკვლევარის ჯენი მონროს მიერ, ადამიანის უფლებათა და თანამედროვე ისტორიის პროფესორის ბრაიან ბრივატის ხელმძღვანელობით.


ღონისძიების პრესრელიზი სრულად იხილეთ: http://www.parliament.ge/uploads/other/52/52358.pdf

ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ: http://www.parliament.ge/uploads/other/52/52670.pdf

Print
[ Back ]