BEC NEWS
ანონსი: USAID-ის პროექტის ‘’მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში’’ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში

 


7 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის პროექტის -‘’საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში’’ პრეზენტაცია.


პროექტი დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე კანონმდებლებსა და კერძო სექტორს შორის ინფორმირებული დიალოგის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რამაც, რეფორმების მონაწილეობით დაგეგმვას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას და შედეგად, რეფორმათა ქმედუნარიანობას უნდა შეუწყოს ხელი. 2017 წლის განმავლობაში, დარგის ექსპერტთა ჩართულობით მომზადებული კვლევითი ნაშრომებითა და კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზებით, დეპუტატების მხარდაჭერა მოხდება ისეთ კომპლექსურ რეფორმებზე მუშაობის პროცესში, როგორებიცაა: გაკოტრების რეფორმა, ელექტრონული კომერცია, წყლის რესურსების მართვა, ელექტროენერგიით ვაჭრობა, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა და რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საკანონმდებლო პროცესში.


ღონისძიებაზე მოწვეულ დეპუტატებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი, ‘’მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში’’ (G4G) პროექტის ხელმღვანელი ნატალია ბერუაშვილი და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე. საჯარო და კერძო სექტორებს შორის ეფექტური დიალოგის საჭიროებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის დაგრობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე. პროექტს მისი ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილი წარადგენს.


ვრცლად დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იხილეთ:


პრესრელიზი: http://www.parliament.ge/uploads/other/57/57251.pdf

დღის წესრიგი: http://www.parliament.ge/uploads/other/57/57252.pdf

Print
[ Back ]