BEC NEWS
ანონსი: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი პარლამენტში: რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვა საქართველოში



26 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: ,,რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვა საქართველოში’’, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, USAID-ის პროექტის ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით.


ღონისძიების მიზანია საქართველოში რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და პრობლემატიკის განხილვა, ინტერესთა ჯგუფების ჩართულობით, დეპუტატებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, და კანონმდებელთა ინფორმირებული მონაწილეობის ხელშეწყობა რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.


საქართველოში რეგულაციების გავლენის შეფასების ეროვნული ჩარჩოს შესახებ რეკომენდაციებს დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ საერთაშორისო ექსპერტი რეგულაციების გავლენის შეფასების საკითხებში რომან ლადუსი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მთავარი ექსპერტები რეგულაციების გავლენის შეფასების საკითხებში კატერინა ველიჩკოვა და კრის კირბი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.


საქართველოში რეგულაციების გავლენის შეფასების ეროვნული ჩარჩოს შესახებ რეკომენდაციები შემუშავდა საქართველოს მთავრობის ხელშეწყობისმ იზნით, USAID-ის ''მმართველობა განვითარებისთვის'' (G4G) პროექტის ფარგლებში, რომან ლადუსის უშუალო ჩართულობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის RIA-ს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებისა და გაიდლაინების საფუძველზე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით.


ვრცლად დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იხილეთ:


პრესრელიზი: http://www.parliament.ge/uploads/other/61/61279.pdf

დღის წესრიგი: http://www.parliament.ge/uploads/other/61/61280.pdf

Print
[ Back ]