BEC NEWS
ანონსი: საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი პარლამენტში: საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემის ხარვეზები და რეფორმის საჭიროება

 

 

 


28 აპრილს, 11 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, პარლამენტში გაიმართება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: ,,საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემის ხარვეზები და რეფორმის საჭიროება.’’


ღონისძიების მიზანია საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემის ხარვეზების, რეფორმის პერსპექტივების და ამ კუთხით, მიმდინარე პროცესის განხილვა, ინტერესთა ჯგუფების ჩართულობით, დეპუტატებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, და კანონმდებელთა ინფორმირებული მონაწილეობის ხელშეწყობა რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.


დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ: პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების,  არასამთავრობო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.


გადახდისუუნარობის რეფორმაზე საქართველოს მთავრობა უკვე მეორე წელია აქტიურად მუშაობს. 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, G4G-ის მიერ განხორციელდა გადახდისუუნარობის სისტემის კვლევა და მომზადდა „გადახდისუუნარობის სისტემის შეფასება’’; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ასევე USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ბაზაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, მომზადდა „გადახდისუუნარობის რეფორმის სამოქმედო გეგმა’’; ამჟამად, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, საქართველოს იუსტიციიის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარეობს  გადახდისუუნარობის ახალ კანონზე მუშაობა. გადახდისუუნარობის რეფორმის სამუშაო ვერსია უახლოეს პერიოდში წარედგინება საზოგადოებას.


გადახდისუუნარობის სისტემის ხარვეზებსა და რეფორმის მნიშვნელობაზე დეპუტატები იმსჯელებენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ''მმართველობა განვითარებისთვის'' (G4G) პროექტის ფარგლებში - საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება პარლამენტში,” რომელსაც  ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) ახორციელებს.


ვრცლად დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იხილეთ:


პრესრელიზი: http://www.parliament.ge/uploads/other/61/61761.pdf

დღის წესრიგი: http://www.parliament.ge/uploads/other/61/61762.pdf
Print
[ Back ]