BEC NEWS
ანონსი: ახალი პროგრამა დეპუტატებისთვის - ‘’კვარტალური ეკონომიკური ბარომეტრი’’




ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმას პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ პროგრამას დეპუტატებისთვის - ‘’კვარტალური ეკონომიკური ბარომეტრი’’.


პროგრამის მიზანია: კვარტალში ერთხელ, საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკურიტენდენციების და პროგნოზების განხილვა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში, აღმასრულებელი ხელისუფლებისწარმომადგენლების ჩართულობით; რაც კერძოსექტორს შესაძლებლობას მისცემს ქვეყნისეკონომიკური, ფისკალური და მონეტარულიპოლიტიკის ეფექტურობასა თუ არაეფექტურობაზედა სავარაუდო რისკებსა თუ მოსალოდნელშედეგებზე იმსჯელოს, როგორც, პოლიტიკის განსაზღვრაზე, ასევე, მის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ხელისუფლებასთან ერთად.


პირველ ‘’კვარტალურ ეკონომიკურ ბარომეტრს’’, რომელიც 29 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს პარლამენტში, გახსნიან:დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის არმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილი.


მოხსენებებს წარმოადგენენ და დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham), გალნდ თაგარტის, მისო კრისტალის,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისწარმომადგენლები; ბიზნესისა და მომხმარებელთაგანწყობის ინდექსებსა და ეკონომიკური რეფორმების პროგრესის შეფასებას კანონმდებლებს გააცნობენ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.


ვრცლად ღონისძიების პრესრელიზი იხილეთ ბმულზე:

http://www.parliament.ge/uploads/other/64/64904.pdf


ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე:

http://www.parliament.ge/uploads/other/64/64903.pdf

Print
[ Back ]