ახალი ამბები


ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმას პარლამენტში,
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ პროგრამას დეპუტატებისთვის - ‘’კვარტალური ეკონომიკური ბარომეტრი’’.


28 აპრილს, 11 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, პარლამენტში გაიმართება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: ,,საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემის ხარვეზები და რეფორმის საჭიროება.’’

 

 



26 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: ,,რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის დანერგვა საქართველოში’’, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, USAID-ის პროექტის ‘’მმართველობა განვითარებისთვის’’ (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით.



7 მარტს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ დაფუძნდა საქართველოს პარლამენტში 2016 წელს, USAID G4G-ის ფინანსური მხარდაჭერით.


2016 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია წარსულში ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევებისა და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკის თაობაზე.

Standard Notes
Research