ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი წარმოადგენს ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის ნაწილს, რომელიც საქართველოში  2004 წელს ევროკომისიის მხარდაჭერით დაარსდა. 2007 წელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟითა და პოლიტიკური ფრაქციების თანხმობით, ცენტრის ოფისი განთავსდა პარლამენტის შენობაში, როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმა. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი, არალობისტური ორგანიზაცია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო დიალოგის გაძლიერება ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს შორის. ცენტრის მიზანია დიალოგის ფასილიტაცია, ორმხრივი ურთიერთგაგების მიღწევა კანონმდებლებს, პოლიტიკოსებსა და იმ პირებს შორის, რომლებზეც უშუალო გავლენას ახდენს მიღებული გადაწყვეტილებები.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს აქვს საგანმანათლებლო პროგრამები პარლამენტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომლის მიზანია ერთმანეთის საქმიანობის შესახებ ინფორმირება. რეგულარული პროგრამების, ფორუმებისა და ობიექტური კვლევების გარდა, ცენტრი ეხმარება საქართველოს პარლამენტს მისი შესაძლებლობების განვითარებაში.

ამჟამად, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს BP და მისი ბიზნესპარტნიორები, International Alert, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების საელჩო.    
ბეჭდვა