საერთო პრინციპების კოდექსი
• პროგრამები არის ნეიტრალური და არაპარტიული
• პროგრამები ემსახურება მხარეების ურთიერთგანათლებასა და ურთიერთინფორმირებულობას
• მონაწილეები ვალდებულებას იღებენ შეთანხმებული დრო დაუთმონ პროგრამების მსვლელობას
• მონაწილეები, პროგრამებში მონაწილეობისას არ ახდენენ საკუთარი პარტიული შეხედულებების პოპულარიზებას
• პროგრამის პროცესში ბიზნესის წარმომადგენლები არ ახდენენ საკუთარი ინტერესების ლობირებას.
• პროგრამა უზრუნველყოფს, რომ კომპანიები მაქსიმალურად ღიად წარმოადგენენ თავის საქმიანობას.
• პარლამენტარები უზრუნლელყოფენ კონფიდენციალურობის დაცვას კომერციულად მგრძნობიარე ხასიათის ინფორმაციაზე.
• ეროვნული სქემები ვალდებულნი არიან თავად უზრუნველყონ პროგრამების მონიტორინგი და მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.
• მონაწილეებმა არ უნდა მიიღონ არანაირი გასამრჯელო და არ უნდა გასწიონ ოროგრამასთან დაკავშირებული რაიმე ხარჯი
ყველა ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია ეროვნული სქემების მიერ ეფუძვნება ბპსა – ს საერთო პრინციპების კოდექსს, რომელიც აღიერებულია ევროკავშირისა და ეუთოს საპარლამენტი ასამბლეის მიერ, როგორც მოდელი კონსტრუქციული დიალოგის გარანტიისა და გამჭვირვალე, არაკორუმპირებული ურთიერთობისთვის პარლამენტართა და დაინტერესებულ მხარეთა შორის.
მონაწილეები გულისხმობს: პარლამენტის წევრებს, მთავრობას, ბიზნესებს, დაინტერესებულ მხარეებსა და დონორ ორგანიზაციებს
პრინციპების სართო კოდექსი შეესაბამება ყველა ბპსა – ს პროგრამას და არა მარტო ბიზნეს პროგრამებს.
საწარმოები გულისხმობს: ბიზნესმენებს, მწარმოებლებს, თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს
არა-პარტიზანური (ობიექტური) კვლევისა და ანალიზის ჩატარება და მისი შედეგების გავრცელება გადაწყვეტილებების მიმღებებსა და მთლიანად საზოგადოებაზე, ისევე როგორც იმ პროგრამების შექმნა, რომლებიც არსებული საკითხის შესახებ გაზრდიან ინფორმირებულობას, დამატებითი ცოდნასა და ინფორმაციას მოგვაწვდიან, იმგვარად, რომ ეს არ მოახდენს გავლენას მთავარ საქმიანობაზე, რაც თავისთავად არაა ლობისტური ქმედება;
ბპსა -ს ადგილობრივი ორგანიზაციები არ წარმოადგენენ საწარმოთა სახელით მოქმედ ლობისტებს. ისინი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ანხორციელებენ პარლამენტართა მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობებში, რომლებიც დაფუძნებულია პრაქტიკასა და გამოცდილებით მიღებულ მიდგომაზე;
ამ მუხლის (Clause) არსი, განსაზღვრება მოცემულია ბპსა - ს ეროვნული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობებში.
ეს მუხლი მხოლოდ იმ პროგრამებს მოიცავს, რომლებიც კონფიდენციალურია, ასეთ შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი: პროგრამის განხორციელების განმავლობაში მონაწილეებმა კონფიდენციალურად უნდა შეინახონ ყველა იმ სახის ინფორმაცია, რაც კომერციულად საკმაოდ “მგრძნობიარეა”, გაითვალისწინონ, რომ პროგრამა გამიზნულია ღია და დაუფარავი ინფორმაციისა და დისკუსიისათვის;
აღნიშნული ეკუთვნის ყველა წევრ ქვეყანაში ბპსა - ს ეროვნულ სტრუქტურას, რომელიც ასევე მოიცავს ევროპარლამენტის მიერ დაფუძნებულ სტრუქტურას;
პროგრამები დაფუძნებულია მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებაზე ორმაგი სარგებლის მისაღებად. მონაწილეები არ იშურებენ საკუთარ დროსა და გამოცდილებას, გამომდინარე აქედან, არცერთი პარლამენტარი და ინდივიდუალური მონაწილე არ მიიღებს ჰონორარს დახმარებისათვის, შესაბამისად არ გადაიხდის პროგრამის განხორციელების მანძილზე წარმოშობილ ხარჯებს.







