ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი
საერთაშორისო ასოციაცია „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ (EPDI)  არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი, არალობისტური ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანაა ხელი შუეწყოს გამჭვირვალე და ეფექტური ურთიერთობის დამყარებას პარლამენტსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.  ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია:

დემოკრატიის გაძლიერება – პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაანალიზება, თუ როგორ გავლენას ახდებს ის ბიზნესა და ინდუსტრიაზე, აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და დასაქმებაზე;
ეკონომიკის გაძლიერება – ბიზნეს სექტორი წარმომადგენლების მიერ კანონმდებლობისა და ბიზნეს გარემოს კარგად გაანალიზება, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა.

ორგანიზაციის სათაო ოფის მდებარეობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთში, მაგრამ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, EPDI–ის წარმომადგენლობები იხსნება სხვადასხვა ქვეყანაში. ეს საშულებას იძლევა შეიქმნას ერთიანი ფორუმი, სადაც კანონმდებლებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ იპოვონ თავიანთი პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება. ორგანიზაციის მუშაობის პრინციპები ემყარება 30 წლიან საერთაშორისო გამოცდილებას, რომლის შედეგია ის რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციები შეიქმნა მსოფლიოს 16 ქვეყანაში.

თითოეულ ქვეყანაში არსებული წარმომადგენლობა მუშაობს შემდეგი პრინციპებზე დაყრდნობით: ერთის მხრივ იწვევენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო მეორეს მხრივ უკავშირდებიან კანონმდებლებს, რომლებიც სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქციის წევრები არიან და ხელს უწყობენ ორივე მხარის წარმომადგენლებს შორის ეფექტური დიალოგის წარმართვას, რომელიც ამავე დროს არის სრულიად ობიექტური და ითვალისწინებს საზოგადოებრივ ინტერესს.   

ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისი:
–    პროცესი, რომლის შედეგად ორივე მხარის წარმომადგენელს ექმნება საერთო წარმოდგენა სხვადასხვა საკითხსა და მათ შედეგებზე;
–    მსგავსი ცენტრები აძლიერებენ საპარლამენტო პროცესს;
–    ცენტრი ახდენს დიალოგის ფასილიტიაციას, ხელს უწყობს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებას და განსაზღვრავს არსებული რეგულაციები რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და ზრდას;
–    ქმნის ეფექტური მექანიზმს, რომელიც საშუალებას იძლევა მოახდინოს გარკვეული საკითხების დეპერსონალიზაცია და გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ფაქტებზე დაყრდნობით;
–    წარმოადგენს გამჭვირვალე პოლიტიკისა და ეფექტური მმართველობის მაგალითს, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობენ როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოება;

EPDI–ის მიზანია მუდმივი კონტაქტი იქონიოს თავის წარმომადგენლობებთან სხვადასხვა ქვეყანაში, დაეხმაროს ცენტრის დაარსებასა და მუშაობის წარმართვაში, გაუზიაროს თავისი 30 წლიანი გამოცდილება, რომლის საბოლოო შედეგიც იქნება სრულიად დამოუკიდებელი, ობიექტური პლატფორმის შექმნა ეფექტური დიალოგისთვის. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ–გვერდს: www.epdi.eu

ბეჭდვა