|
10 ივნისს 14:00 საათზე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა უმასპინძლა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, ბატონ შოთა მალაშხიას შეხვედრას ახალგაზრდებთან.
30 აპრილს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო დეპუტატებისთვის იმ ხარვეზების გაცნობა, რაც არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
27 მარტიდან – 1 აპრილის ჩათვლით „ახალგაზრდული ხმების“ წევრებს ბაკურიანში ჩაუტარდათ ტრენინგები კონფლიქტოლოგიაში და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ტრენინგის ჩატარების ძირითადი წესები; კონფლიქტების ესკალაცია და დესკალაცია.
6 აპრილს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში ფონდ „პარტნიორობა უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს პროექტი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და მის ფარგლებში მიმდინარე ქვეპროექტები.
12 მარტს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის - დედამიწის მეგობრების სახელით ცენტრის ოფისში გაიმართა შეხვედრა „კლიმატის ცვლილება - გამოწვევა საქართველოს“, რომლის მიზანი იყო კოპენჰაგენის შეთანხმების განხილვა.
პარასკევს, 26 თებერვალს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს დირექტორმა, ბატონმა ლუის ნავარომ გამართა პრეზენტაცია. შეხვედრის მიზანი იყო NDI-ის მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა ბიზნეს საზოგადოებისთვის.
11 და 12 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) პარტნიორობით, ცენტრის თანამშრომლებს ორ დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე „ტრენერთა ტრენინგი“ (TOT).
28 იანვარს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა ექსპერტთა შეხვედრა თემაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების იურიდიული მხარეები.
2 დეკემბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში საგადასახადო და საბაჟო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები.
20 ნოემბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ამჯერად მოწვეულმა ექსპერტებმა საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს სემინარი.
|