2 დეკემბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში საგადასახადო და საბაჟო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა კანადის მთავრობისა და ბი – პი – საქართველოს მხარდაჭერით.შეხვედრის დასაწყისში ბატონი ვახტანგ ბალავაძე, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩეულ იქნა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ჯგუფის თავმჯდომარედ. წინა შეხვედრებიდან გამომდინარე, ცენტრმა მოამზადა იმ საკითხების ნუსხა, რომლებზეც სამუშაო ჯგუფმა უნდა იმუშაოს. შეხვედრისას მოხდა ამ საკითხების პრეზენტაცია, მონაწილეებმა მოკლედ განიხილეს თითოეული მათგანი და შეირჩა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხები. უახლოეს მომავალში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი შეადგენს ამ საკითხების განხილვის განრიგს.
შეხვედრის მესამე ნაწილში, სამუშაო ჯგუფმა განიხილა იმპორტირებული ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური ნაწარმის დ.ღ.გ– სგან განთავისუფლების საკითხი. „Tommee Tippee” - ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონკრეტულ შემთხვევაზე და პრობლემაში გასარკვევად რჩევა სთხოვეს დეპუტატებს, რის შედეგადაც ჯგუფმა განიხილა აღნიშნული შემთხვევა და გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა.
უახლოეს მომავალში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი მოამზადებს შემდეგი შეხვედრის საკითხებს.
შეხვედრის ოქმი







