11 და 12 თებერვალს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) პარტნიორობით, ცენტრის თანამშრომლებს ორ დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ თემაზე „ტრენერთა ტრენინგი“ (TOT). აღნიშნული ტრენინგი ხელს უწყობს მომავალი ტრენერების მომზადებას, მათთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას.აღნიშნული ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ტრენინგის ჩატრების ძირითადი წესები და საშუალებები, დღის წესრიგის სწორად შედგენა და ა.შ. ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ტრენინგის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება.
პარტნიორობის შედეგად გადაწყდა, რომ ტრენინგის მეორე ნაწილი ჩატარდება 2010 წლის გაზაფხულზე.







