ცენტრის სიახლეები
NDI -ის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
პარასკევს, 26 თებერვალს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს დირექტორმა, ბატონმა ლუის ნავარომ გამართა პრეზენტაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხეზე, მათ შორის მოსახლეობის პრიორიტეტები, მათი დამოკიდებულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისადმი, გასული არჩევნების შეფასება, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი და ა.შ. შეხვედრის მიზანი იყო NDI-ის მიერ დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა ბიზნეს საზოგადოებისთვის.  

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:
- ნილ დანი, BP-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში;
- ფადი ასლი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე;
- ჯემალ ინაიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე;
- ემი დენმანი, ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორი;
- ტედ ჯონასი, კომპანია DLA Piper;
- ჟაკ ფლერი, საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის გენერალური დირექტორი;
- გიორგი მარგველაშვილი, კომპანია „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი;
- გიორგი ქავთარაძე, კომპანია „ავერსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
- გიორგი ლოლაძე, საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი;
- გიორგი კოშორიძე, საქართველოს ბანკის წარმომადგენელი;
- ემზარ ჯგერენაია, ექსპერტი.

გადაწყდა, რომ NDI მომავალშიც ჩაატარებს მსგავს პრეზენტაციას ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით, სადაც მოხდება ახალი კვლევის შედეგების გაცნობა აღნიშნული ჯგუფისათვის.
ბეჭდვა