6 აპრილს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში ფონდ „პარტნიორობა უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს პროექტი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და მის ფარგლებში მიმდინარე ქვეპროექტები: „საგზაო უსაფრთხოების სწავლება სკოლებში“ და „უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში“. შეხვედრისას ასევე წარმოდგენილ იქნა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა საგზაო შემთხვევების შესახებ და მოყვანილ იქნა საავადმყოფოებისა და სადაზღვეო კომპანიების მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები.შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, რუსუდან კერვალიშვილი და გიგი წერეთელი; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ თოიძე; საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ ჩახვაძე; სხვადასხვა სამინისტროებისა და სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლები.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უსაფრთხოების ღვედების გამოყენებას ქალაქში, თავიანთი მზადყოფნა გამოხატეს უფრო აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით და ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ინიციატივას, რისთვისაც საჭიროა საზოგადოების წინასწარ მომზადება და მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება.








