ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი ახორციელებს პროექტს „დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცენტრში ხორციელდება ქვეპროექტი „ახალგაზრდები მშვიდობისათვის“, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მსოფლიო ბანკი.27 მარტიდან – 1 აპრილის ჩათვლით „ახალგაზრდული ხმების“ წევრებს ბაკურიანში ჩაუტარდათ ტრენინგები კონფლიქტოლოგიაში და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ტრენინგის ჩატარების ძირითადი წესები; კონფლიქტების ესკალაცია და დესკალაცია; ემოციების მართვა; კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული გზები და შესაძლებლობები; კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სხვა.
აღნიშნული ტრენინგები წარმოადგენს პროექტის პირველ კომპონენტს. მეორე კომპონენტის მიხედვით, საქართველოს ხუთ სხვადასხვა რეგიონში (ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, გორსა და თბილისში) შეირჩევა ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტებზე და გააჩნიათ ახალგაზრდული რესურსი. მათთან თანამშრომლობით შეირჩევა ახალგაზრდები, რომლებთაც ჩაუტარდებათ ანალოგიური ტრენინგები.








