25 ოქტომბერს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა გარემოს დაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა საქართველოში მიმდინარე კლიმატის კვირეულის ფარგლებში. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის წევრებსა და კომიტეტის თანამშრომლებს წარმოუდგინეს მწვანე ბიზნესის ხელშეყობის სტრატეგია და ისაუბრეს კახეთში მდინარე დურუჯზე არსებულ ვითარებაზე.შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანოზაციები და ბიზნეს ორგანიზაციები.
მოგეხსენებათ "მწვანე ეკონომიკა" საკმაოდ ფართო და ამასთანავე ახალი ცნებაა, რაც მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმებს გულისხმობს. შეხვედრაზე ისაუბრეს მწვანე ბიზნესის შესაძლებლობების შესახებ და თუ რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს ამ მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა ის საკითხები რომლებიც მოსაწესრიგებელია სამართთლებრივ ბაზასთან დაკავშირებით, რათა ხელი შეეწყოს ამ სტრატეგიის განხორციელებას.
შეხვედრის მეორე საკითხს წარმოადგენდა მდინარე დურუჯზე არსებული სიტუაციის ანალიზი. კერძოდ, საუბარი შეეხო მდინარე დურუჯზე ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანას, რაც ეკოლოგიურად დაიცავს ყვარელს და ამავე დროს ღვარცოფული თიხაფიქალისაგან შესაძლებელია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებისა და მხატვრული ნაწარმის შექმნა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ კვლავ დაუბრუნდნენ მდინარე დურუჟზე არსებულ ვითებას, რომლის განხილვაში უფრო აქტიურად იქნება ჩართული ანტიკრიზისული საბჭო.
ჩამოტვირთეთ სტრატეგია







