ცენტრის სიახლეები
გასვლითი ტრენინგი ახალციხეში
7 დეკემბერს, ბიზნესის და ეკონომიკის ცენტრმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ თანამშრომლობით ქალაქ ახალციხეში ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა თემაზე „ ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესში“. ტრენინგის მიზანი იყო სასოფლო–სამეურნეო ლობი ჯგუფის განვითარება და შესაბამისად ძირითად ფოკუს ჯგუფს წარმოადგენდა ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებული ლობი ჯგუფის წევრები.

ტრენინგის დროს განხილული იყო რამდენიმე საკითხი, მათ შორის:

–    ადვოკატირების დანიშნულება და ძირითადი ეტაპები;
–    ლობირება;
–    პრობლემის იდენტიფიკაცია და ჩამოყალიბება;
–    შეხვედრის ფასილიტაცია;

გარდა ამ თემებისა, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეებს გააცნეს პარლამენტის მუშაობის პრინციპები, საკანონმდებლო პროცესი, მაჟორიტარი დეპუტატის მოვალეობები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საპარლამენტო პროცესებში. ლობი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის გაიმართა დისკუსია რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრსა და „მერსი ქორფს“ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი ტრენინგი ჩაუტარდებათ ლობი ჯგუფის წევრებს, ასევე დაესწრებიან ცენტრში გამართულ რამდენიმე შეხვედრას და შეეძლებათ დეპუტატების თანდასწრებით ისაუბრონ მათ მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე.
ბეჭდვა