ცენტრის სიახლეები
სტუდენტებთან შეხვედრა მწვანე ეკონომიკის საკითხებზე
8 დეკემბერს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში პროექტის „საკანონმდებლო პლატფორმა მწვანე ეკონომიკის საკითხებზე “ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია მწვანე ეკონომიკის თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, საქართვლოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს მწვანე ეკონომიკის, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის ეკოლოგიის, ბიომეურნეობის,  ეკოტურიზმის შესახებ  და აღნიშნულ საკითხებზე მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

აღნიშნული  შეხვედრა ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის და ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს  ახალგაზრდების ჩართულობას მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და განიხილეს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების სფეროში მათი უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობები.
ბეჭდვა