გუნდი
არჩილ ბაკურაძე
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე

არჩილ ბაკურაძე არის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე. მისი გამოცდილება მოიცავს  საპარლამენტო საქმიანობის მხარდაჭერას, ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას. ის ხელმძღვანელობდა ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინაში, მოლდავეთსა და ომანში. არჩილს უჭირავს წამყვანი თანამდებობები სხვადასხვა საზოგადოებრივ თუ ბიზნეს-ორგანიზაციაში. 2003 წელს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გაწეული დახმარებისათვის ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდისაგან მიიღო საერთაშორისო ჯილდო. არჩილ ბაკურაძე ფლობს ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომს, არის ჩივნინგისა და ჯონ სმიტის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი.

თეა ლევიძე
აღმასრულებელი დირექტორი

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში თეა ლევიძეს უჭირავს აღმასრულებელი დირექტორის (მ.შ.) თანამდებობა. იგი ცენტრის კოლექტივს შეუერთდა 2009 წლის იანვრიდან. მან მსგავსი სამუშაო გამოცდილება მიიღო საქართველოს პარლამენტსა და ეუთოში მუშაობისას. თეას მოვალეობას წარმოადგენს ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მოგვარება, შეხვედრების ორგანიზება, ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ ანგარიშის მომზადება, სხვადასხვა კვლევითი სამუშაოს ჩატარება, წერილობითი თარგმანის შესრულება, ასევე ასისტირებას უწევს ცენტრის ფინანსურ ოფიცერს.
თეა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში და მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მმართველობაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისაგან.

სალომე ასათიანი
კვლევის ოფიცერი

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში სალომე ასათიანს უჭირავს მკვლევარის პოზიცია. სალომე მუშაობს BEC – ში 2006 წლიდან. მის ძირათად მოვალეობაში შედის: მუშაობა ცენტრის პროდუქტისა და სერვისის განვითარებაზე, ქსელის განვითარებაზე; ეკონომიკური კვლევების გაკეთება, სტანდარტული ბარათების და კითხვარების მომზადება; ყოველთვიური ანგარიშების, პუბლიკაციების, რეკომენდაციებისა და დირექტივების მომზადება; ურთიერთობა პარლამენტის წევრებთან, ბიზნეს ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
სალომე ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში. 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი. ის ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს სახელმწიფო მმართველობაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისაგან. ამჟამად სალომე სწავლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. სალომე ასევე არის 10–მდგე პუბლიკაციის, მონოგრაფის და საემცნიერო ნაშრომის ავტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ჯუბა მარუაშვილი
პროექტის კოორდინატორი

ჯუბა მარუაშვილი არის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის პროექტის კოორდინატორი. 2007  წლიდან იგი უძღვება პროექტებს კონფლიქტის მოგვარების სფეროში, რომლებიც ხორციელდება ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა საპარლამენტო კომისიის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში დაამყარა ახლო თანამშრომლური ურთიერთობა ოს და აფხაზ ბიზნესმენებთან, ხელს უწყობდა მათ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში თავიანთი პროდუქციის რეკლამირების მიზნით. მისი პროექტი მიზნად ისახავს დიალოგზე ხელის შეწყობას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის კონფლიქტის საკითხებზე, სამშვიდობო პროცესის მშენებლობაში ბიზნესისა და სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით მოაწყო რამდენიმე სემინარი და კონფერენცია დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით – მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი.ი ჯუბა მარუაშვული ფლობს საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში და აგრეთვე არის თბილისის პოლიტიკური სკოლის მიერ ორგანიზებული რამდენიმე საერთაშორისო პროექტის მონაწილე. მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენს კონფლიქტები და კონფლიქტის მოგვარების გზები.

ლევან ახვლედიანი
პროექტის კოორდინატორი

ლევან ახვლედიანმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2004 წლიდან  მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, ამჟამად  არის მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ხმების პროექტის მრჩეველ კონსულტანტი და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში პროექტის ასისტენტი, სადაც მუშაობს ბევრ საინტერესო პროექტეზე, დახმარებას უწევს თანამშრომლებს  ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებში, აგრეთვე  საორგანიზაციო და საინფორმაციო მასალების გადამუშავებაში.

მაია ბარამიძე
ფინანსური მენეჯერი

მაია ბარამიძეს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში უჭირავს ფინასური მენეჯერის თანამდებობა. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობისას  მან მიიღო დიდი სამუსაო გამოცდილება ფინანსური მენეჯმენტის, ფინანსური ოპერაციების, ბუღალტრული საქმისა და მონიტორინგის განხორციელებაში. ის არის საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებით სერთიფიცირებული ინსტრუქტორი, აგრეთვე ACCA–ს ტექნიკური ექსპერტი 3.5 ნაშრომი – სტრატეგიული ბიზნეს გეგმა და განვითარება (GFPAA –ს ქართული თარგმანი და გამოცემა – საქართველოს პროფესიულ ბუღალტერთა და აუდიტთა ფედერაცია, 2003/04).
მაია ბარამიძე ფლობს ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო სემინარში ზოგად მენეჯმენტის, გაყიდვებისა და მარკეტინგის, ზოგადი საკონსულტაციო უნარ–ჩვევების საკითხებში, ასევე ბიზნეს ადმინისტრირების  მოკლე სამაგისტრო პროგრამაში (CERMA, საქართველო).

ნინო ბეჟანიშვილი
ადმინისტრაციული ასისტენტი

ნინო ბეჟანიშვილი არის ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ადმინისტრაციული ასისტენტი. მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს ცენტრის პროგრამებში მონაწილეობა, ოფისის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმიანობაში, შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება, შეხვედრებისას ჩანაწერების გაკეთება, წერილობითი თარგმანის შესრულება.
ნინო ასევე მუშაობდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტში (IPR), სადაც მის მოვალეობას წარმოადგენდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. 2008 წელს მოხალისედ მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა პროექტში. ნინო ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში და მაგისტრის დიპლომს სახელმწიფო მმართველობაში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისაგან.




ბეჭდვა