
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ეფექტური და სისტემური კავშირის დამყარება პარლამენტსა და სხვადასხვა ეკონომიკურ აქტორს შორის. ასეთი სახის თანამშრომლობა არის გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისა. . . როგორც ბოლო მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა გვიჩვენა, აუცილებელია პოლიტიკოსები და კანონმდებლები უკეთესად იცნობდნენ ბიზნეს სექტორში არსებულ რეალობას. ამ მხრივ უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტს, რათა გამონახოს უაღრესად რთული ეკონომიკური საკითხების მოგვარების საკანონმდებლო საშუალებები და ამასთან გაითვალისწინოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები და პრობლემები. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის წვლილი მართლაც მნიშვნელოვანია. . . ის საშუალებას აძლევს პარლამენტის წევრებს უკეთ გაეცნონ ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ინიციატივა ჩემი პატრონაჟით ხორციელდება და მჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ მნიშვნელოვან საპარლამენტო რესურსს.
დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე