პროგრამები დეპუტატებისათვის

1.    ა) განსაკუთრებული სერვისი დეპუტატებისთვის
განსაკუთრებული სერვისები გათვალისწინებული არის იმ დეპუტატებისთვის და პარლამენტის თანამდებობის პირებისათვის, რომელთაც სურვილი ექნებათ შეხვდნენ მათთვის საინეტერესო ბიზნესის წარმომადგენელს ან მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული სექტორის შესახებ. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს აქვს ბიზნეს ასოციაციებისა და ეკონომიკური ექსპერტების მონაცემთა ბაზა, რომლებიც მოწვეულები იქნებიან შეხვედრაზე პარლამენტარების თხოვნის შესაბამისად.

2.  ა) კვლევითი სერვისი
„სტანდარტული ბარათები“ განკუთვნილი არის დეპუტატებისა და პარლამენტის თანამდებობის პირებისათვის, რომელშიც ობიექტურად იქნება გაანალიზებული და შეფასებული ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები. სტანდარტული ბარათი, ინიცირებული წევრი ასოციაციის მიერ, პირდაპირ დაკავშირებული იქნება მრგვალ მაგიდასთან, მიაწოდებს დეპუტატებს ინფორმაციას და გაზრდის მათ ინტერესს იმ კონკრეტული საკითხის მიმართ. ბიზნეს ასოციაციებმა შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შეიტანონ დოკუმენტში, მაგრამ საბოლოო ვარიანტი უნდა მოამზადოს მხოლოდ ცენტრმა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ხარისხისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს. წევრ ასოციაციებს საშუალება ექნებათ იხილონ ჩვენს მიერ მომზადებული ყველა სტანდარტული ბარათი, ასევე ინფორმაციის წყარო, მაგალითად, ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების მონაცემთა ბაზა.

ბ) საპარლამენტო გამოკითხვები
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი უზრუნველყოფს დეპუტატების შეკითხვებზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებთან როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი პასუხების გაცემას. ეს ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური და ამ სერვისით სარგებლობის წესები და პროცედურები მოცემულია BEC-ის გზამკვლევში. დროთა განმავლობაში ზოგიერთი წერილობითი პასუხი შეიძლება გახდეს სტანდარტული ბარათი და იმ შემთხვევაში თუკი ის გამოწვევს დეპუტატებში საერთო ინტერესს და თუკი ამ დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნება უარყოფით გავლენას არ მოახდენს კითხვის ავტორზე.

3. ა) კომპანიათა მუშაობა
ეს სერვისი საშუალებას მისცემს დეპუტატებს ესტუმრონ მათთვის საინტერესო კომპანიებს, ადგილზე გაეცნონ მუშაობის ასპექტებს, სტრატეგიას, ფინანსურ და მარკეტინგულ საკითხებს და ზოგადად ბიზნეს სექტორში არსებულ ვითარებას. შესაძლებელია, საჭირო გახდეს რამდენიმე კომპანიაში ვიზიტი, რომ უფრო სიღრმისეულად გაეცნონ იმ სირთულეებსა და შედეგებს, რაც კანონმდებლების გადაწყვეტილებებს ახლავს თან.

ბ) მრგვალი მაგიდა
პარლამენტის წევრისა თუ ასოციაციის თხოვნის შემთხვევაში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრს შეუძლია მოაწყოს მრგვალი მაგიდა, სადაც დეპუტატებთან ერთად იმსჯელებენ ახლო მომავალში განსახილველ კანონპროექტებზე, ასევე უკვე მიღებული კანონების შესრულებასა და მის შედეგებს. ამ სერვისში შედის ექსპერტთა მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ასოციაციის წარმომადგენლები და პარლამენტის თანამშრომლები. ამ შეხვედრის შემდეგ მომზადდება სტანდარტული ბარათი დეპუტატებისათვის, რომელშიც  აღწერილი იქნება საკითხი. BEC დაეხმარება ასოციაციებს განსახილველი საკითხის შესაბამისად მოიწვიონ პარლამენტის წევრები, ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები. შედეგად, დეპუტატები და ბიზნეს ასოციაციები მიიღებენ შეხვედრის სრულ ანგარიშსა და შედეგებს. თხოვნის შესაბამისად, BEC უზრუნველყოფს შეხვედრის შედეგების პრესით გაშუქებას.

ბეჭდვა