როგორ მოგვმართოთ

ახალი კვლევების ჩასატარებლად ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი გთავაზობთ სპეციალურ მოთხოვნის ფორმებს, სადაც შეგიძლიათ დეტალურად მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო საკითხი ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამასთან, გთხოვთ, რაც შეიძლება დეტალურად გაგვაცნოთ თქვენს მიერ დასმული შეკითხვის შინაარსი. დამატებით, გთხოვთ, გვაცნობოთ თუ რამდენად დეტალური პასუხია აუცილებელი. მიუთითეთ ასევე პასუხის მიღების რეალური ვადა. თუ თქვენს მიერ მითითებული ვადა ჩვენთვის არ იქნება საკმარისი შესაბამისი პასუხის მოსამზადებლად, ვიტოვებთ უფლებას, თქვენთან შეთანხმებით ვადა შევცვალოთ. გარდა ამისა, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ამომწურავი საკონტაქტო ინფორმაცია.


ასევე შესაძლებელია მიუთითოთ თქვენთვის სასურველი აპარატის თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ხარისხიანი და დროული ინფორმაციის მიღებას და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად გააადვილებს ცენტრის საქმიანობას.

მოთხოვნის ფორმის მიღება შესაძლებელი არის როგორც ცენტრის ოფისში, ასევე ცენტრის ვებ–გვერდზე.

ჩამოტვირთეთ მოთხოვნის ფორმა

ბეჭდვა