ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის კვლევის მასალები მზადდება სხვადასხვა კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით, კერძოდ კეთდება ისტორიული, შედარებითი, აღწერილობითი და შეფასებითი კვლევები.
ისტორიული კვლევა გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭირო არის დადგინდეს წარსული მოვლენების შედეგები და დაიდოს დასკვნები. შედარებითი კვლევა ხშირად გამოიყენება ისტორიულ კვლევასთან ერთად, რათა მოხდეს სხვადასხვა საკვლევი მასალის ურთიერთშედარება. შედარებითი კვლევის გაკეთება შესაძლებელი არის ორივე, მაკრო და მიკრო დონეებზე.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო არის მოვლენებზე დაკვირვება, როგორც ინფორმაციის მოპოვების ერთ–ერთი საშუალება, რათა მოხდეს სხვადასხვა სიტუაციისა და განსაკუთრებული შემთხვევების გამოკვლევა. ასეთ შემთხვევაში აღწერილობით კვლევას ენიჭება უპირატესობა.
შეფასებითი კვლევა არის კვლევის აღწერილობითი ტიპი, რომელიც ძირითადად გამოიყენება რთული სოციალური საკითხების შესწავლისას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევების უმრავლესობა კეთდება შეფასებითი კვლევის ერთი ტიპით, კერძოდ სისტემური ანალიზით. სისტემური ანალიზი არის კვლევის სრულყოფილი სახეობა, რომელიც გვიჩვენებს კვლევისთვის დამახასიათებელ სამ ეტაპს (საკვლევი მასალის ნაწილებად დაყოფა, შემდეგ თითოეული ნაწილის შეფასება და საბოლოო შედეგის დადება).





