ცენტრის სიახლეები
28 მარტს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა შეხვედრა დევნილთა დასაქმების საკითხებზე, რომელიც ინიცირებული იყო აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სათათბირო–საკონსულტაციო საბჭოს მიერ.
19-23 მარტს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს პარლამენტს ეწვია ექსპერტი, რომელიც კომიტეტს დაეხმარა ფერმერული კოოპერატივების შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში.
30 იანვარს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში არსებული საკანონმდებლო პლატფორმა სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა  სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო ხარვეზებისა და საკრედიტო პოლიტიკის შესახებ.
18 იანვარს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა რიგით მეორე გასვლითი ტრენინგი ჩაატარა ქალაქ ახალციხეში თემაზე „ ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში“.