ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ საქართველოს პარლამენტისა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს სახელწოდებით „დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე“ . პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაცია “International Alert” – ის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოების მიერ.
პროექტის მიზანია, სამშვიდობო პროცესებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მეწარმეების მხარდაჭერა საჯარო პოლიტიკის ხარისხიანი და რეალისტური წინადადებების გამომუშავებაში კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე.
PEACEBUILDING.GE – ხელისუფლებასა და სამშვიდობო პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა. აქ გეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარეთა შესახებ მონაცემთა ბაზის სახით, ასევე ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ კონფლიქტის მოგვარების კუთხით განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებზე.
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის, როგორც ნეიტრალური და დამოუკიდებელი პლატფორმის როლი აღნიშნულ პროცესში გახლავთ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის პოლიტიკური დიალოგის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეუწყობა. ამ მიმართულებით ჩვენს მიერ ინიცირებულმა საქმიანობამ უკვე წარმოაქმნა გარკვეული დადებით იმპულსები აღნიშნული ორი სექტორის სამომავლო თანამშრომლობაში, რაც პროექტში ჩართული ჩვენი პარტნიორების ეფექტური მუშაობის შედეგია.
|
26 ნოემბერს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო რგანიზაციებისა და ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. |