აღნიშნული ამოცანების მიღწევის შედეგად:
- აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში გაიზრდება ნდობა, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მიმართ, რაც შემდგომში იქნება კონფლიქტის გადაწყვეტის მყარი წინაპირობა.
- გაიზრდება საქართველოს საზოგადოების როლი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში, რაც თავის მხრივ შექმნის საჭიროებას მთავრობის მხრიდან ადექვატური სამშვიდობო პოლიტიკის შესამუშავებლად.
- საომარი მოქმედებების განუახლებლობის მყარი გარანტიები, რომელიც თავის მხრივ იქონიებს დადებით გავლნას ბიზნეს გარემოსა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოვლივე ეს კი ხელს შეუწყობს ომის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებების დაახლოებას.
პროექტის მიზნებს წარმოადგენს
- სამშვიდობო პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების შეჯერება, რომელიც მოახდენს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სტრატეგიის ფორმულირებას.
- სამოქალაქო სექტორის რესურსებისა და ექსპერტიზის მიმართვა, ეფექტური და კონსტრუქციული დიალოგის ჩამოყალიბებისაკენ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის.
- კარგად ჩამოყალიბებული სამშვიდობო პოლიტიკის განსაზღვრა და მთავრობასა და საზოგადოებას შორის აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციის გაძლიერება.
პროექტის დონორები:
![]() | ბრიტანეთის საელჩო საქართველოში |
![]() | საერთაშორისო ორგანიზაცია „ საერთაშორისო განგაში“ |
![]() | ჰოლანდიის სამეფოს საელჩო საქართველოში |







