სიახლეები
საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განხილვა
26 ნოემბერს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო რგანიზაციებისა და ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები. კანონი წარადგინა დეპუტატმა ჩიორ თაქთაქიშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ დაისვა შეკითხვები კანონში განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით. კანონის დეტალური ანალიზის შემდეგ პასუხი გაეცა უამრავ შეკითხვას ეკონომიკურ საქმიანობასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ექსპერტთა მიერ სხვა მოსაზრებებთან ერთად ყურადრება გამახვილდა ადმინისტრაციულ საზღრებზე ქართული მხარის მიერ  გადაადგილების შეზღუდვებზე.

გადაწყდა, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილებასთან  დაკავშირებით დეპუტატი უშუალოდ იმუშავებს შ.ს.ს-თან  რათა მიიღოს პასუხი ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული მდგომარეობის და  იმ შეზღუდვების მიზეზების შესახებ, რომელსაც შეიძლება ადგილი  შ.ს.ს-ს წარმომადგენლების მხრიდან.
ბეჭდვა