სიახლეები
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში დევნილთა დასაქმების პრობლემების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ხუთშაბათს, 7 ოქტომბერს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრშო გაიმართა შეხვედრა, დევნილთა დასაქმების საკითხებზე, რომელიც ინიცირებული იქნა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ. შეხვედრას ესწრებოდნენ საკითხით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები,ასევე აფხაზეთის მთავრობის  წარმომადგენლები და ტეირტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა საპარლამენტო კომისიის სპეციალისტები.


მონაწილეებს აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა გააცნო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა ეკონომიკურ ინტეგრაციას და მათი დასაქმების კონკრეტული მექნიზმების შემუშავებას.  აღინიშნა, რომ აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება  იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ დევნილთა პრობლემებთან. საბჭოს ფუნქცია განისაზრვრება დევნილთა მიერ წარმოდგენილი მცირე ბიზნეს პროექტების დაფინანსებით, ასევე მათ გარშემო არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარებით.

მონაწილე ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა თანამშრომლობისათვის. აღინიშა, რომ არსებული ფორმატი ხელს შეუწყობს საკითხით დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და კომუნიკაციის გაღრმავებას.
შეხვედრაზევე გამოიკვეთა ამ სფეროში არსებული კონკრეტული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზებიც.


მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი შეხვედრების გაგრძელებაზე. გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში, სადაც მოხდება საკონსულტაციო საბჭოს ფორმირება და დაიწყება კონკრეტულ საკითხებზე ფართე მსჯელობა.

ბეჭდვა