სიახლეები
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორდღიანი სემინარი სიღნაღში
12 და 13 თებერვლას ქ. სიღნაღში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მხარდაჭერით ჩაატარა სემინარი თემაზე „დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან ურთიერთობათა დარეგლირების საკითხებზე“. სემინარში მონაწილებას იღებდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლების აქტიურად არიან ჩართულები აღნიშნულ პროცესებში.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა შოთა მალაშხიამ ისაუბრა მიმდინარე პროცესებზე, რომელიც ხორციელდება ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის  საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით; ასევე გააკეთა კომისიის მუშაობის მცირე ანალიზი, რომელიც ძირითადად შეეხებოდა „კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მარინა სალუქვაძემ ისაუბრა საქართველოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მათ სამომავლო გეგმებზე. ასევე წარმოადგინეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც სამინისტრო ამჟამად მუშაობს: ჰუმანიტარული მიმართულებები და სოციალურ–ეკონომიკური მიმართულებები.

სემინარში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრეს ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანების და ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს სამართლებრივი ანალიზი საქართველოს მთავრობის დადგენილების ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ.

სემინარის მსვლელობისას მონაწილეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და გამოიკვეთა ახალი საკითხებიც, რომლებიც უფრო დეტალურად განიხილება მარტში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

სემინარის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა კი თავის მხრის მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროცესებს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. 
ბეჭდვა