სიახლეები
შეხვედრა ქართულ–აბხაზურ ურთიერთობათა ეკონომიკურ ასპექტებზე
6 ივლისს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ეკონომიკურ ასპექტებს. ღონისძიება ჩატარდა  აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი 2008 წლიდან ახორციელებს პროექტს „დიალოგის საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე“. ღონისძიება სწორედ აღნიშნული პროექტის ახალი ეტაპის ფარგლებში გაიმართა.

გარდა ქართულ-აფხაზური ეკონომიკური ასპექტებისა, მონაწილეებმა იმსეჯელეს დევნილთა დასაქმებასა და მათ  ეკონომიკური მდგომარეობაზე, ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე, რომელსაც ბიზენისისა და ეკონომიკის ცენტრი მომავალში აქტიურად დაუჭერს მხარს.
ბეჭდვა