პარასკევს, 15 ივლისს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მოწვეულნი იქნენ მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლობა. შეხვედრა დაეთმო აღნიშნულ სფეროში ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დღეს არსებული თანამშრომლობის საკითხებს. განხილულ იქნა ეკონომიკური ასპექტები და მათი მნიშვნელობა ქართულ-აფხაზურ და ქართულ ოსურ ურთიერთობებში, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები ხელისუფლების მხრიდან არსებული პროცესის სამომავლოდ ხელშიეწყობის შესახებ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ჯანდაცვისა და განათლების საკითხები.
გადაწყდა, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრების სერია, რომელიც მიზნად დაისახავს ხელისფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მშვიდობის მშენებლობის სფეროში არსებული თანამშრომლობის გადატვირთვას კომუნიკაციის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
შეხვედრის შედეგად აშკარა გახდა, რომ მხარეები განიცდიან მსგავსი ტიპის ღონისძიებების ნაკლებობას, რაც პირველ რიგშ აისახება კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხარისხზე.




