სიახლეები
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გადაადგილებისა და დოკუმენტების გაცემის საკითხის განხილვა
პარასკევს, 7 ოქტომბერს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომელზეც განხილულ  იქნა შემდეგი საკითხები:

•    ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის პირადობის მოწმობებისა და ზოგადად დოკუმენტაციის საკითხები;
•    ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების საკითხი;
•    ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ეკონომიკური თანამშრომლობის ანალიზი;
•    ნეიტრალური დოკუმენტი

შეხვედრას ესწრებოდნენ საქარველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მიმდინარეობს ცენტრში არსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაძლიერებას კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანებისა და ტვირთის გადაადგილების საკითხები, ამ თემის გარშემო არსებული პრობლემები, ასევე დოკუმენტაციის საკითხები. მონაწილლებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნეიტრალური პასპორტების გადაცემის საკითხმა. განხილვების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხს მიეძღვნება ცალკე შეხვედრა, სადაც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუკეთებენ პრეზენტაციას აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშრებით.

ღონისძიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება ოქტომბრის ბოლო კვირაში.
ბეჭდვა