კონფერენცია

„დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე“ – თბილისი. 27 მარტი 2009.

2008 წლის დეკემბრიდან ბიზნესისა და ეკონომიკის ცენრტრის მიერ  ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მხარდაჭერით ორგანიზებულ იქნა სემინარები. აღნიშნულ შეხვედრებზე მიმდინარეობდა ხელისუფლებასთან დიალოგის მოდელირება, რომელიც დაგვეხმარა მოგვეხდინა მონაწილეთა ფოკუსირება ქვეყნის წინაშე შექმნილ სირთულეებზე, რეალურ გამოწვევებსა და შესაძლო გადაწყვეტებზე. აღსანიშნავია, რომ მსჯელობის ძირითად ობიექტს წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები - როგორც მრავალშრიანი და კომპლექსური კონფლქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება.  (დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ატვირთული დოკუმენტი)

აღნიშნულ მოსამზადებელ სამუშაოებზე დაყრდნობით 2009 წლის 27 მარტს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია სახელწოდებით
„დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობათა დარეგულირების საკითხებზე“

კონფერენციის მნიშვნელოვანი დოკუმენტები:

  • კონფერენციის მრჩეველთა საბჭო
  • კონფერენციის პროგრამა
  • კონფერენციის მონაწილეთა სია
  • სემინარების შუალედური ანგარიში
  • კონფერენციაზე მიღებული შეთანხმება – კომუნიკე

 

ბეჭდვა