პროდუქტი კონფლიქტის ზონიდან

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის  მხარდაჭერით განახორციელდა  პროექტი, რომლის მიზანი გახლდათ დიალოგის წარმართვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კონფლიქტის საკითხებზე და დაინტერესების შესაბამისად მათი ჩართვა კონფლიქტის ზონების ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამაში..
2006 წლის ნოემბერში, გუდაურში, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა კონფერენცია „კონფლიქტის ზონების ეკონომიკური რეაბილიტაცია“, სადაც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტთა ჯგუფებმა. შედეგად მიღებნულ იქნა რეზოლუცია,(ხელმისაწვდომია მოთხოვნის შესაბამისად)რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული მიმართულებით უფრო ფართე საკონსულტაციო პროცესების გაგრძელებას და ამავე დროს საპარლამენტო კომისიის როლის გაზრდას კონფლიქტის ზონების ეკონომიკური რეაბლიტაციის პროცესში. მას შემდეგ ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ წარიმართა  ეფექტური დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარსთან და იმავდროულად დაიწყო პროექტის „პროდუქტი კონფლიქტის ზონიდან“ ეტაპობრივი განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში წარიმართა ეფექტური დიალოგი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ მისიებთან, კონფლიქტის ზონებში მომუშავე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის, მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან და ცხინვალის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო  და ბიზნეს ორგანიზაციებთან.

ჩამოყალიბებულ იქნა სამუშაო ჯგუფები შემდეგი მიმართულებით:

•    „სამართლებრივი“ – ჯგუფის მიზანია კონფლიქტის ზონებში ეკონომიკური აქტივობების სამართლებრივ მხარდაჭერა და ამ მიზნით ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზისა თუ დროებითი წესების შემუშავება.
•    „ეკონომიკური“ – ჯგუფის მიზანია კონფლიქტის მოგვარების ეკონომიკური ფაქტორების, ასევე რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის  შესწავლა და ერთიანი ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება.
•    „სამოქალაქო საზოგადოების“ – რომლის მიზანია კონფლიქტის რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და  კონფლიქტური მხარეების მაქსიმალური ჩართვა აღნიშნულ პროცესში.
•    „იმპლემენტაციის“ – ჯგუფის მიზანია პროექტის იმპლემენტაციის მონიტორინგი და კოორდინაცია.
•    „უსაფრთხოების“ – ჯგუფის მიზანია უსაფთხოების საკითხების შესწავლა და სხვადასხვა რისკების შეფასება ამ მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ლოგო, რომლითაც იდენტიფიცირებულ იქნა კონფლიქტის ზონებში წარმოებული და მოყვანილი პროდუქცია. შედეგად ჩამოყალიბდა ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სტიმულირებას აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციაში., თავის  მხრივ, ეს არის პროცესი,რომლის შედეგადაც პროდუქციის შეძენით საზოგადოებას შეაქვს თავისი წვლილი  კონფლიქტის ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და მშვიდობის მშენებლობაში.

პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ქართველი და ოსი მეწარმეების თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ გახლავთ საწყისი გახლეჩილი საზოგადოებების დაახლოებისა. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის როლი აღნიშნულ პროცესში გახლდათ სწორედ ქართველი და ოსი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის იდენტიფიცირება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით მიღწეულ იქნა  შეთანხმება ხორცისა და რძის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც  გეგმავდნენ საკუთარი პროდუქციის წარმოებას კონფლიქტის ზონებში ადგილობრივ ნედლეულზე დაყრდნობით. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა შესაძლებლობა მისცა  მეწარმეთ ჯგუფს სამხრეთ ოსეთიდან  და გალიდან მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო გამოფენებში, რომლის შედეგადაც:

•    მეწარმემ გალის რეგიონიდან მიიღო შემოთავაზება ორ ტონაზე მეტი თაფლის რეალიზაციაზე
•    სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად პოლონურმა კომპანიამ შეიძინა 15 ტონაზე მეტი ვაშლი
•    ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მხარდაჭერით გამოფენაზე მონაწიეობამიიღეს ეთნიკურად ოსმა მეწარმეებმა ცხინვალის რეგიონიდან, რაც თავის მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ, რადგან მათ მიეცათ  სხვადასხვა იდეებისა და ინიციატივების გაცვლის საშუალება ქართველ მეწარმეებთან.  ამგვარი აქტივობა პირდაპირ უწყობს ხელს მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამყარებაში.
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრმა მიაღწია შეთანხმებას უმსხვილეს სავაჭრო ქსელ „პოპულთან“, რომლის მიხედვითაც სუპერმარკეტების ქსელში საქართველოს მასშტაბით მოხდა სხვადასხვა პროდუქციის რეალიზაცია სამხრეთ ოსეთიდან.

პოექტის“პროდუქტი კონფლიქტის ზონიდან“ მოსამზადებელი სამუშაოები დაფინანსებულ იქნა ირლანდიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის ლონდონის ოფისის მიერ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა შეწყდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად. მიუხედავად ამისა, ბიზნესიას და ეკონომიკის ცენტრი მზად არის გააგრძელოს მუშაობა ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართულებით, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირებისა და ბაზის შექმნის შეთხვევაში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია კონფლიქტის ზონების ეკონომიკური განვითრებისა  და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად.

ბეჭდვა