სამუშაო ჯგუფის სიახლეები
საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
16 ოქტომბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ბიზნეს ასოციაციები და არასამთავრობვო ორგანიზაციები. შეხვედრა ჩატარდა ევროგაერთიანების საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის პროექტის, კანადის მთავრობისა და ბი–პი–საქართველოს მხარდაჭერით.

აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ევროგაერთიანების საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის პროექტის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტის კრისტოფ გრანდკოლას პრეზენტაციის გაგრძელებას. ამჯერად მონაწილეებმა განიხილეს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების ვალდებულებები; შემოწმების ელექტრონული სისტემები; საბანკო კონფიდენციალურობა; დ.ღ.გ–ს ანაზღაურება–შევსება, ჯარიმები და ანგარიშგების შემოწმება.

დისკუსიის შემდეგ მიღებული იქნა კონკრეტული რეკომენდაციები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ცენტრი კვლავ განაგრძობს მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და უახლოეს მომავალში გამართავს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას.
ბეჭდვა