20 ნოემბერს, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრში გაიმართება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ამჯერად მოწვეულმა ექსპერტებმა საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს სემინარი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შესახებ.სემინარს, რომელიც ჩატარდა თავად პარლამენტის თანამშრომლების ინიციატივით, ესწრებოდნენ შემდეგი კომიტეტის წარმომადგენლები:
• საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი;
• დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;
• აგრარულ საკითხთა კომიტეტი;
• ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
• პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი;
სემინარზე მოწვეულმა ექსპერტებმა, ქალბატონმა ბელა გუტიძემ და ბატონმა კახა რუხაძემ, ისაუბრეს ზოგადად საგადასახადო კოდექსის შესახებ; ასევე შეეხნენ საქართველოში არსებული გადასახადების ძირითად ტიპებს, განაკვეთებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრის ბოლოს პარლამენტის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო მოწოდებული ინფორმაცია. გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრისთვის წინასწარ განისაზღვროს დღის წესრიგი, რომელშიც შევა პარლამენტის თანამშრომლებისთვის საინტერესო და პროლემატური საკითხები საბაჟო და საგადასახადო კუთხით.




